უფასო ონლაინ კურსი

ისწავლე ტექნოლოგიების ინგლისური

ვიდეოლექციები, ლექსიკა და ტესტები ორ დონეზე - ქალებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან. ისწავლე ტელეფონით, როცა გცალია, და მიიღე BTU-ს სერტიფიკატი.

EN სცადე აკრეფა
  • entry /ˈentri/ - ჩანაწერი, მონაცემის შეყვანა
  • storage /ˈstɔːrɪdʒ/ - საცავი
  • user /ˈjuːzə/ - მომხმარებელი
  • correct /kəˈrekt/ - სწორი (მაგ. სწორი პასუხი)
  • content /ˈkɒntent/ - შინაარსი
  • wire /ˈwaɪə/ - კაბელი

კურსი

ორი დონე. დაიწყე იქიდან, სადაც ხარ.

თითოეული დონე მოდულებად და მოკლე გაკვეთილებად იყოფა. ისწავლე შენი ტემპით - პროგრესი ავტომატურად ინახება.

A1/A2

1

დამწყები

ინგლისური IT-ში მუშაობისთვის ნულიდან: გაცნობა და პროფესიები, კომპიუტერი და პროგრამები, ვებგვერდები, მონაცემები, ქსელები და უსაფრთხოება. ახსნა ქართულად.

  • შემიძლია საბაზისო (A დონის) ტექ ინგლისური ტერმინოლოგიისა და გრამატიკის გამოყენება.
  • შემიძლია კურსში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება.
  • შემიძლია თავის და კოლეგების წარდგენა და IT პროფესიების, კომპიუტერის ნაწილებისა და პროგრამების დასახელება.

5 მოდული · 20 გაკვეთილი · ~10 კვირა

სილაბუსის ნახვა →

B1/B2

2

საშუალო

პროფესიული ინგლისური ტექნოლოგიურ სამყაროში: კოდი, ფრონტენდი და ბექენდი, UX დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ჰოსტინგი, ცხრილები და პროექტების მართვა.

  • შემიძლია B დონის ტექ ინგლისური ტერმინოლოგიისა და გრამატიკის გამოყენება.
  • შემიძლია კურსში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება.
  • შემიძლია ავხსნა, რას აკეთებენ სხვადასხვა IT სპეციალისტები, და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციის მიცემა.

5 მოდული · 20 გაკვეთილი · ~10 კვირა

სილაბუსის ნახვა →

როგორ მუშაობს

რეგისტრაციიდან სერტიფიკატამდე

  1. F1

    დარეგისტრირდი

    ელფოსტით, Google-ით ან Microsoft-ით. სულ ორი წუთი.

  2. F2

    გაიარე დონის ტესტი

    მოკლე ტესტი გეტყვის, A1/A2-ით დაიწყო თუ B1/B2-ით.

  3. F3

    ისწავლე შენი ტემპით

    ვიდეო, ლექსიკა და ქვიზები ტელეფონზეც. შეჩერდი და გააგრძელე ნებისმიერ მოწყობილობაზე.

  4. F4

    ჩააბარე დასკვნითი ტესტი

    ყველა მოდულის შემდეგ - დონის ტესტი. გამსვლელი ქულა 70%-ია.

  5. F5

    მიიღე სერტიფიკატი

    BTU-ს სერტიფიკატი უნიკალური კოდით - გადმოწერე PDF-ად ან დაამატე LinkedIn-ზე.

დონის ტესტი

არ იცი, საიდან დაიწყო?

24 კითხვა, დაახლოებით 20 წუთი. შედეგს მაშინვე ნახავ და გირჩევთ შესაფერის დონეს.

ტესტის დაწყება ანგარიში საჭირო არ არის

სცადე ერთი კითხვა

gap-fill

შეავსე გამოტოვებული სიტყვა

The app crashed again, so the team has to … the bug.

სწორია! „fix a bug“ ნიშნავს კოდში შეცდომის გასწორებას. ვერ გამოიცანი - სცადე კიდევ ერთხელ.

ლექტორები

ვინ გასწავლის

ყველა ლექტორი →
  • მარიამ ქებურია

    ტექ ინგლისურის ლექტორი, ინგლისური ფილოლოგიის დოქტორი

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

კურსი მართლა უფასოა?
კი. რეგისტრაცია, გაკვეთილები, ტესტები და სერტიფიკატი სრულად უფასოა.
ინგლისური საერთოდ არ ვიცი. შემიძლია დაწყება?
რა თქმა უნდა. A1/A2 დონე ნულიდან იწყება და ყველაფერს ქართულად გიხსნის.
როგორ გავიგო, რომელი დონე მჭირდება?
გაიარე დონის განსაზღვრის ტესტი - დაახლოებით 20 წუთი სჭირდება და ანგარიშიც არ არის საჭირო. შედეგის მიხედვით გირჩევთ დონეს.
შემიძლია ტელეფონით ვისწავლო?
კი, პლატფორმა ტელეფონისთვისაა შექმნილი. ვიდეო იქიდან გაგრძელდება, სადაც შეაჩერე - სხვა მოწყობილობაზეც.
როგორ მივიღო სერტიფიკატი?
დაასრულე დონის ყველა მოდული და დასკვნითი ტესტი ჩააბარე მინიმუმ 70%-ით. სერტიფიკატი ავტომატურად შეიქმნება - გადმოწერ PDF-ად და დაამატებ LinkedIn-ზე.
ყველა კითხვა →

2022 - 2024

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

Tech English-ის კურსი ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის მასალები და დონორის მადლობა არქივშია შენახული.

არქივის ნახვა